|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათში უცხოელი ექსპერტები ჩამოვიდნენ, თუმცა მათი ვინაობა არ სახელდება

 გელათის ტაძარში არსებულ ხარვეზებს უცხოელი ექსპერტები შეისწავლიან. UNESCO-ს სპეციალისტები ტაძარში უკვე იმყოფებიან.
ამ დროსთვის სამონასტრო კომპლექსში შესასვლელი დაკეტილია.
როგორც ტაძრის წინამძღვარი იოსებ ბურჯანაძე აცხადებს, დროებითი შეზღუდვა უსაფრთხოებას და ექსპერტთა მშვიდ გარემოში მუშაობას უკავშირდება.
მისი თქმით, ტაძარში ნამდვილად იყო პრობლემები, თუმცა ამ დროისთვის წყლის ჩასვლა არ გრძელდება და სამუშაოებიც ტაძრის უსაფრთხოების გამო მიმდინარეობს.
მისი თქმით, ინფორმირებულია საპატრიარქო და მეუფე.
 
ადგილზე იმყოფება კულტურის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე. როგორც მან მედიასთან განაცხადა, ექსპერტები არსებულ მდგომარეობას ეცნობიან, შეისწავლიან, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები.
 
მისივე თქმით, ექსპერტთა ვინაობა მათივე მოთხოვნის გამო არ.სახელდება.
ექსპერტთა ვინაობის გასაიდუმლოებას პრობლემად მიიჩნევენ ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია". მათი თქმით, მაღალი სანდოობისთვის საჭიროა, მათი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია. აქტივისტები ეჭვობენ, რომ დახურული სამუშაოების გამო მოლოდინიც ნაკლებია.
გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადახურვის პროცესში არსებული პრობლემების გამო დროებითი გადახურვა გახდა საჭირო.
 
 
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა