გელათში UNESCO-ს გადახურვის სპეციალისტები იმყოფებიან
გელათის სამონასტრო კომპლექსში ახალი დროებითი გადახურვის პროცესის ზედამხედველობის მიზნით, საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა ორი ჯგუფი იმუშავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს, ცნობით, გელათში უკვე იმყოფებიან ძეგლის გადახურვის სპეციალისტები - პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, რომლებიც დღეს შეუდგნენ მუშაობას და 31 მაისამდე დარჩებიან საქართველოში.
"მათ მიერ შეფასებული იქნება ქართველი სპეციალისტების მიერ დროებითი გადახურვის მოსაწყობად ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები და, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა შემდგომი რეკომენდაციები ახალი დროებითი გადახურვის მოწყობასთან დაკავშირებით.
ამასთან, ადგილზე იმუშავებს UNESCO-ს ექსპერტების კიდევ ერთი ჯგუფი კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და კედლის მხატვრობის სპეციალისტის მარიო პულიერის შემადგენლობით. ორივე მათგანი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე დააკვირდება. კერძოდ, ალესანდრო მასარი ტაძარში ტენიანობის მონიტორინგს განახორციელებს, ხოლო მარიო პულიერი კედლის მხატვრობის მდგომარეობას გაუწევს მონიტორინგს"- ნათქვამია სამინისროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა