გეოლოგები სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების მონიტორინგს 58 ჰექტარ ტერიტორიაზე ახორციელებენ
გეოლოგები ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების მონიტორინგს 58 ჰექტარ ტერიტორიაზე ახორციელებენ. განვითარებულ პროცესებზე ეფექტური რეაგირების მიზნით ადგილზე სწრაფი რეაგირების შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
იმერეთის მხარის ადმინისტრაციის ცნობით, სტიქიის ზონაში ვითარების მართვა და პროცესების მონიტორინგი კოორდინირებულად მიმდინარეობს.
„ადგილზე მუშაობენ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ამ ეტაპზე გეოლოგები 58 ჰექტარ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების მონიტორინგსა და დაკვირვებას ახორციელებენ. მიმდინარეობს საველე-საფეხმავლო გეოლოგიური დაკვირვებები და დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილების დინამიკა და რისკის ზონა.
სტიქიის ზონაში მიმდინარე პროცესებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი სპეციალისტებისგან მიიღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა, მინისტრის მოადგილემ ზაზა კვიციანმა, ზესტაფონი–ბაღდათი–თერჯოლა–ტყიბულის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზვიად შალამბერიძემ და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა", - აცხადებს იმეფრრეთის მხარის ადმინისტრაცია.
ცნობისთვის, მეწყრული პროცესების შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა. სტიქიის ზონიდან გამოყვანილი 45 ოჯახის ქუთაისისა და ტყიბულის სასტუმროებში განთავსება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა




16:26
14:17
17:28
17:19
19:31
















