|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძეს პოლიტიკური მიზეზით მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მომსახურებაზე უარი უთხრა

 ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპოზიციონერ ლიდერს არ მოემსახურა. როგორც გია თევდორაძე აცხადებს, მას ვალუტის შეცვლა სურდა, რაზეც  უარი განუცხადეს. 
 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის  თქმით,  პროგრამა ბიძინა ივანიშვილის პირადი ,,შავი სიაა" და ის ამ ფორმით სჯის,  ყველას ვინც მისთვის მიუღებელია.
 
"მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ევროკრედიტში" მომსახურეობა არ გამიწიეს იმ არგუმენტით, რომ ,,პოლიტიკურად აქტიური ადამიანი" ვარ - სიტყვა-სიტყვით ვიმეორებ! გენერალურმა დირექტორმა ვინმე რატი გუბელაძემ, იგივე დამიდასტურა და დამიკონკრეტა, რომ ეს სახელმწიფოს მოთხოვნაა...
კონკრეტიკისთვის, მეგობრის საფლავის ქვისთვის აკრებილი 500$ -ის კონვერტირება მინდოდა ეროვნულ ლარში ...
დასკვნები თქვენთვის მომინდია. ასეთი რამ მე მგონი მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში თუ მოხდება" , - განაცხადა გია თევდორაძემ
 
 "ევროკრედიტში აცხადებენ, რომ პროგრამა კარგა ხანია მუშაობს და ის  სახელმწიფოსა და ეროვნული ბანკის მითითებით მოქმედებს.
  ქუთაისის ყოფილ მერი  და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ დეპუტატი  ამჟამად "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდს წარმოადგენს. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა