"მერიას ყოველ სხდომაზე უწევს საბიუჯეტო ცვლილებების შეტანა"
ქუთაისის ბიუჯეტში დაგეგმილ მორიგ ცვლილებებს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის "თავმჯდომარე გიგა შუშანია ეხმიანება.
შუშანიას თქმით, ინტრიგა მდგომარეობს იმაში, შეძლებს თუ არა მერია წლის ბოლომდე ერთი ისეთი სხდომის ჩატარებას, სადაც საბიუჯეტო ცვლილება არ იქნება შეტანილი?
"მერია ყველა სხდომაზე ბიუჯეტის მუხლებს შორის თანხების გადანაწილებას მიმართავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტი თავის დროზე არ იყო სწორად დაგეგმილი, რის გამოც მერიას ყოველ სხდომაზე უწევს ახალი ცვლილებების შეტანა, ეს არ არის სამწუხაროდ ბოლო ცვლილება, მომდევნო სხდომაზეც მერია იძულებული იქნება წარმოადგინოს ცვლილებები. ახლა ინტრიგა მდგომარეობს იმაში, შეძლებს თუ არა მერია წლის ბოლომდე ერთი ისეთი სხდომის ჩატარებას, სადაც საბიუჯეტო ცვლილება არ იქნება წარმოდგენილი", -განაცხადა გიგა შუშანიამ.
საკრებულოს სხდომა 28 თებერვალს გაიმართება, განსახილველ საკითხთა შორის საბიუჯეტო ცვლილებები შედის.
ავტორი: ირინა მაკარიძე