გიგი უგულავას განცხადებას საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელი პასუხობს [R]
გიგი უგულავას ბრალდებას საქართველოს რკინიგზაში გამოეხმაურნენ. საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელი დაჩი ცაგურია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"უგულავას მაგ გვირაბთან ბორკილებს უნდა ადებდნენ და იქვე იმავე გვირაბთან ახლოსაა გლდანის ციხე, ხანგრძლივად უნდა ასვენებდნენ სწორედ ამ 200 მლიონზე მეტის გაფლანგვისთვისაც... პროექტი ყოველგვარ გონიერებას იყო მოკლებული, პროექტს არ ჰქონდა ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება. ყველა კვლევამ, რომელიც ავტორიტეტულმა კომპანიებმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ ასობით მილიონი იხარჯებოდა და მივიღებდით გაუარასებულ გამტარუნარიანობას, გაზრდილ საოპერაციო ხარჯებს, ქალაქის ცენტრიდან გაქრებოდა სამგზავრო სადგური და ა.შ. მოკლედ სია გრძელია, თან რა უნდა განმუხტულიყო არც მაგაზე ჩაუტარებია ვინმეს კვლევა... ერთი სიტყვით, "ჩვენ რომ ვფლანგავდით ფულს უაზრო პროექტზე, თქვენც ბოლომდე გაფლანგეთო"- გვეუბნებიან... არა ჩემო გიგი, უაზრობაში რაც თანხები გადაყარეთ, კმარა, ეხლა მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე, როგორც იქნება ყველაზე უკეთესი ამ ქვეყნისთვის, ისე დაიხარჯება ფული.
შენ წადი და თბილისის ალპინისტ დასუფთავების ვარსკვლავები მოგვიკითხე...
მაგ უაზრო კრედიტებმა (ასობით მილიონები) უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ჩვენი ქვეყანაც და რკინიგზაც. ოდნავ ნამუსი რომ გქონდეთ მაგ ენას კბილს ისე უნდა აჭერდეთსისხლი მოგდიოდეთ, მაგრამ აბა ეგ თქვენ საიდან?!"–წერის განცხადებაში.
შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის 200-მილიონიანი პროექტის ფარგლებში წინა ხელისუფლების დროს აშენებულ გვირებებში ახლა მწყემსები ცხვრის ფარებს აფარებენ.
ავტორი: ნიუპრესი