|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი სიხარულიძეს საპატიო ქუთაისელის წოდება მიენიჭა [VIDEO]

მესხიშვილის თეატრში, ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი სიხარულიძის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გიორგი სიხარულიძეს, ქუთაისში 11 წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის,  საპატიო ქუთაისელის წოდება მიანიჭა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, კი გიორგი სიხარულიძეს დავით კლდიაშვილის მედალი გადაეცა დავით და სერგო კლდიაშვილების შემოქმედების პოპულარიზაციისთვის (ეს მედალი 90-იან წლებში მიღებული აქვთ მიხეილ თუმანიშვილს, ელდარ შენგელაიას, გოგი გეგეჭკორს, რამაზ ჩხიკვაძეს. 2017 წელს, კი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაში განსაკუთრებული წვლილისთვის).

 გიორგი სიხარულიძის ქუთაისში მოღვაწეობის დროს, 2007 წლიდან 2017 წლამდე მესხიშვილის თეატრში მოეწყო მცირე სცენა, ლიტერატურული სალონი, დასს  შეემატა  12 ახალგაზრდა მსახიობი, დაიდგა 47 სპექტაკლი, ათეულობით ბენეფისი და იუბილე. გიორგი სიხარულიძის სამხატვრო ხელმძღვანელობის დროს ქუთაისის თეატრში სპექტაკლი დადგა  18-მა  მოწვეულმა რეჟისორმა. თეატრის ბიუჯეტი 250 ათასი ლარიდან 1 მლნ 55 ათას ლარამდე გაიზარდა.

გიორგი სიხარულიძის რეჟისურით და ხელმძღვანელობით, გაკეთდა ქუთაისის მთავარი დღესასწაულის,  ,,გვირილობის“ ახალი და მასშტაბური ფორმატი, რომელიც დღემდე ქალაქის სავიზიტო ბარათია.

გიორგი სიხარულიძე 2017 წლიდან, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის  სამხატვრო ხელმძღვანელია.

 

 

ავტორი: ნიუპრესი