|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

გიორგი ვაშაძეს ციხესთან ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.

 „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო  24 ივნისს დააკავეს. ვაშაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დასწრებია, სამართალდამცველები პარტიის ოფისში მივიდნენ და პოლიტიკოსს ხელბორკილები სწორედ პარტიის ოფისში დაადეს.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა