"გირჩი", "ახალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეები" პოლიტიკურ ბლოკს ქმნიან
„სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო”, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ და პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ერთ ბლოკად ერთიანდებიან.
როგორც გაერთიანების ლიდერები მიიჩნევენ, საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის საჭირო სწორი ეკონომიკურ-სოციალური პროგრამა, პროდასავლური კურსი, ინოვაციური იდეები და საერთო გეგმები გახდა მათი გაერთიანების მიზეზი.
მათი აზრით, წინასაარჩევნო მარათონში მნიშვნელოვანია გამოცდილი ადამიანების გუნდური მუშაობა, რაც ახალ გაერთიანებას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და წარმატებასაც მოუტანს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




16:58
11:46
22:32
















