|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გივი მიქანაძე საგამოცდო პროცესს ქუთაისის ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში გაეცნო

2025 წლის გამოცდები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ერემეშვილთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ზალკალიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის მე-17 სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ეწვია და საგამოცდო პროცესს ადგილზე გაეცნო.

დღეს აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას აბარებენ. გამოცდები, ასევე, ტარდება მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის.

გამოცდები 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. პროცესი ყველგან შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი