|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გლდანის ციხესთან გოგი წულაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

 გლდანის ციხესთან გოგი წულაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.  აქცის მონაწილეები ქუთაისიდან ავტომანქანების მსვლელობით ჩავიდნენ, თბილისში კი მათ სხვა მხარდამჭერები შეუერთდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გოგი წულაია სინამდვილეში პოლიტპატიამარია და მის მიმართ წარდგენილი ბრალი უსაფუძვლოა. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ სჯერათ გოგი წულაიას უდანაშაულობის და მისიმხარდამჭერი აქციების გამართვას კვლავაც გეგმავენ. 

 

შეგახსენებთ:   გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს,  მის წინააღმდეგ  გამოძიება სს კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლომ წულაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ავტორი: ნიუპრესი