გოგი წულაია დააკავეს
ქუთაისელი პოლიტიკოსი გოგი წულაია დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ძალადობას. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
ცნობილი ხდება, რომ გამოძიება ოპოზიციის ერთერთ წარმომადგენელს სწორედ ძალადობას ედავება და საქმე 126-ე მუხლითაა აღძრული.
შეგახსენებთ, გოგი წულაია პოლიტიკაშია 2004 წლიდან, ის მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი და ბოლოს კახა კუკავას პარტიის, "თავისუფალი საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა