"დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს საქმე მოუმატეს, ხელფასები კი არა"-გოგი წულაია
"თავისუფალი საქართვეელოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისათვის ხელფასის გაზრდას ითხოვს.
წულაიას განცხადებით, მერიის ააიპში, სადაც მასობრივად 70 წელს გადაცილებული ადამიანები მუშაობდნენ, ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად სამსახურში არ გამოიყვანეს, აღსანიშნავია, რომ მათ ხელფასები შეუნარჩუნეს, თუმცა მათი საქმე სხვა თანამშრომლებზე გადანაწილდა, რომელთაც ძველი ანაზღაურება დარჩათ. წულაია სწორედ მათ ინტერესებს იცავს და მერიის აიპს აკრიტიკებს.
"ჯერ ერთი ტრაგედია ისაა, რომ 70 წელს გადაშორებული ადამიანები მუშაობენ დასუფთავების ააიპში, გაუშვეს სუყველა კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო და შეუნარჩუნეს ხელფასი, რაც სწორად გააკეთეს, თუმცა საქმე დაემატა სხვა თანამშრომლებს, რომელთაც ხელფასი არ მოუმატეს, რადგან თანხა თავის კომფორტს არ მოაკლეს", -აცხადებს გოგი წულაია.
ქუთაისის მერიის ააიპ დასუფთავების სამსახურში საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ავტორი: ნიუპრესი