|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორია გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა? -პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად შიმშილობს

ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული პიოლიტიკოსი გოგი წულაია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის დღიდანვე შიმშილობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება სასიცოცხლო მონაცემების ყოველდღიური მონიტორინგი.

უწყების ცნობით, გოგი წულაიას მიმდინარე წლის 25 მარტს ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, სადაც პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლენილა.

შეგახსენებთ, წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. 

ავტორი: ნიუპრესი