|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ბოდიში მოუხადოს - იაგო ხვიჩია

მართლიანი მგონია, რომ გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ადამიანურად ბოდიში მოუხადოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლებაში ბევრი რამ ჯდება, მაგრამ ადამიანების წინააღმდეგ არ ვიყენებთ. 

„რაც შეეხება საქმეს, ვინმე დამნაშავე არის თუ არა, საქმეს საკმარისად არ ვიცნობ. ბოდიში ცუდი ქცევისთვის უნდა მოუხადოს. გამოხატვის თავისუფლებაში ბევრი რამ ჯდება, მაგრამ სხვა ადამიანების წინააღმდეგ არ ვიყენებთ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გოგი წულაიას წინააღმდეგ წარმოებული „პოლიტიკური ანგარიშსწორების“ შეწყვეტას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ipn.ge

 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა