|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაიამ ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე სილა და ცემენტი მიიტანა და ორმოები ამოავსო [VIDEO]

ქუთაისში საგზაო ინფარასტრუქტურის პრობლემას პარტია "თავისუფალი საქართველო" აქცია-პერფორმანსით გამოეხმაურა. იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ორმოული პრობლემების მოსაგავრებლად აღმაშენებლის გამზირზე სილა და ცემენტი მიიტანა და ორმოები ამოავსო.

გოგი წულაიას განცხადებით, ქუთაისი ნაომარ ქალაქს გავს და რადგან ხელისუფლება ვერ აგვარებს პრობლემებს, თავად მოსახლოებამ უნდა იზრუნოს.

"ქუთაისი გავს ნაომარ ქალაქს, ჩამონგრეულია ფასადები და გადათხილია ქუჩები, რადგან ხელისუფლება ვერ აგვარებს, როდემდე უნდა ვიცხოვროთ წუმპეში? ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ თავად მოვაგვაროთ და ამოვავსოთ ორმოები, რადგან პრობლემაა გზებზე. მოვუწოდებ მოსახლეობას, თუ არ გვაქვს შესაძლებლობა ვაიძულოთ ხელისუფლება პრობლემები მოაგვაროს, მაშინ ჩვენ მივხედოთ", -განაცხადა გოგი წულაიამ.

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი