|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაიამ წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო

გოგი წულაიამ  წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.

 ამით ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი მისი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს.

პოლიტიკოსის მეგობრის, ლევან ჟღენტის ინფორმაციით, პროტესტის უკიდურეს ფორმას, წულაიამ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მიმართა.

პოლიტიკოსის მეგობრების ვარაუდით, წულაიას აღნიშნული ქალი მიუგზავნეს და პროვოკაციას წამოეგო.

გოგი წულაიას ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.

პოლიტიკოსი ჯერჯერობით დაკითხული არ არის, ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

გოგი წულაიას ალკოტესტი გუშინ ჩაუტარდა, რომლითაც დამტკიცდა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

ავტორი: ნიუპრესი