გოგი წულაიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ
ქალზე ძალადობისთვის დაკავებულ გოგი წულაიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
საგამოძიებო მოქმედებები კი გრძელდება, აღებულია ბიოლოგიური ნიმუში და ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები. წულაია უკვე მოინახულა მისმა უფლებადამცველმა.
ადვოკატ ვალერი გელბახიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ამასთან, ალკოტესტმა წულაიას ნასვამობა არ დაადასტურა, რასაც დაზარალებული ქალი ამტკიცებდა.
ვალერი გელბახიანის განცხადებით, ბინაში იმყოფებოდა მესამე პირი, რომელიც დაიკითხება, დაიკითხებიან ასევე ის ადამიანები, ვინც მათ ურთიერთობას იცნობდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




16:58
11:46
22:32
19:44
20:45
















