გოგი წულაიას გადასხმებს უკეთებენ, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ადვოკატი
გოგი წულაიას ახლა გადასხმებს უკეთებენ, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა - ამის შესახებ გოგი წულაიას ადვოატი ვალერი გელბახიანი აცხადებს.
მისივე თქმით, წულაია კვლავ უარს ამბობს საკვების მიღებაზე.
"ამ დროისათვის გოგი წულაიას გადასხმებს უკეთებენ, ის წვეთოვან სისტემაზეა, არის ექიმების მეთვსალყურეობის ქვეშ, თუმცა საკვების მიღებაზე კვლავ ამბობს" -აცხადებს გელბახიანი.
შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გოგი წულაია გუშინ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით ედავება, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.
წულაია 9 მარტს დააკავეს, რის შემდეგაც საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებდა.
ავტორი: ნიუპრესი