გოგი წულაიას სოლიდარობის აქციას ქუთაისიდანაც უერთებიან
გოგი წულაიას სოლიდარობის აქციას, რომელიც დღეს გლდანის ციხესთან გაიმართება, ქუთაისიდანაც უერთებიან. მისი მეგობრები და მხარდამჭერები თბილისში გაემგზავრენენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გოგი წულაია ივანიშვილის ოჯახის პატიმარია და ბერა ივანიშვილის გინების გამო დასაჯეს.
მეგობრების ინფორმაციით, წულაია უკვე მეცხრე დღეა შიმშილობს, არ იღებს არც მედიკამენტებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. მას სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფართა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა