|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის ბოლოს დაიწყება

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის ბოლოს დაიწყება.  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძის ინფორმაციით,  წელს განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე 100 000 ადამიანი აიცრება.

„ჯერ სახელმწიფო პროგრამით ვაქცინაცია არ დაწყებულა, ოქტომბრის ბოლოს დაიწყება, რადგან ჩვენთან გრიპის სეზონი ნოემბრის ბოლოს იწყება. რაც შეეხება კომერციულ ქსელს, რეკლამას ხომ ვერ გავუკეთებ, თავად აკეთებენ რეკლამას და ყველგან უდევთ ინფორმაცია აცრასთან დაკავშირებით. ჩვენ უფასოდ ავცრით განსაკუთრებით მაღალი რისკის ადამიანებს, მათ რიცხვში შედიან: დიაბეტიანი, C ჰეპატიტის მქონე, აივ ინფიცირებული, დიალეზზე მყოფი ავადმყოფები. მათ შორის არიან ექიმები, რადგან ისინი ავად რომ გახდნენ, სხვას ვეღარ უმკურნალებენ. მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება ბავშვთა სახლებში და მოხუცებულთა თავშესაფარში მყოფები, ასევე ორსულები", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, მან ისაუბრა წითელასთან დაკავშირებით და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდა.

„წითელაზე ჩვეულებრივ გრძელდება აცრები ყველა მსურველისთვის. ძალიან კარგი იქნება, თუ აიცრებიან. მართალია, ჩვენ კონგო არ ვართ, ახლა გამოქვეყნდა, რომ იქ წითელათი 4 000 ადამიანია მკვდარი. ნუ დავემსგავსებით კონგოს. ავიცრათ!" - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი