|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა

მოსაზრება, რომ  NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში, საქართველოში აუცილებლად განთავსდება NATO-ს ჯარი, მცდარია.

სინამდვილეში, ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება არ არის დაკავშირებული NATO-ს შეიარაღებული ძალების წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებასთან. ამასთან, NATO -ს არ ჰყავს ჯარი. NATO-ს შეიარღებულ ძალებს მისი წევრი ქვეყნების სამხედრო ძალები წარმოადგენს და მშვიდობიანობის დროს ეს ძალები ეროვნული მთავრობის განკარგულებაში არიან. NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში, NATO-ს ჯარის ან მისი სამხედრო ბაზის განთავსება ახალგაწევრიანებული ქვეყნის ტერიტორიაზე ავტომატურად არ ხდება.
ვინაიდან ალიანსის მიზანი ევროატლანტიკურ არეალში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფას წარმოადგენს, NATO-ს სამხედრო შესაძლებლობების გამოყენება ხდება მხოლოდ თავდაცვის მიზნით და იმ შემთხვევაში, თუ მის წევრ ქვეყანას საფრთხე დაემუქრება. NATO-ში ყველა წევრი ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს და თავად განსაზღვრავს, რა ტიპის დახმარება სჭირდება NATO-სგან. მაგალითად: ბალტიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ალიანსმა საჰაერო პატრულირების გზით დაიწყო ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის საჰაერო სივრცის დაცვა. ეს ოპერაცია ნიშნავს NATO-ს თვითმფრინავების მიერ ბალტიის საჰაერო სივრცის მუდმივ პატრულირებას.
საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, NATO-სა და საქართველოს შორის კონსულტაციების შედეგად განისაზღვრება საჭირო დახმარების ტიპი და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება. ყველა ამ დახმარების მიზანი მხოლოდ მისი უსაფრთხოების გამყარება იქნება.

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

 

 

ავტორი: