გთხოვთ მხარდაჭერას - გოგი წულაია გლდანის ციხიდან წერილს აქვეყნებს
ქუთაისელი პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელიც ქალზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული ციხიდან ღია წერილს აქვეყნებს, რომელშიც საკუთარ თავს ივანიშვილის ოჯახის პირად პატიმარს უწოდებს.
ის ოპოზიციასა და საზოგადოევბის წევრებს მიმართავს და მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.
"ჩემო მეგობრებო და მხარდამჭერებო, მოგესალმებით გლდანის ციხის, საკარანტინე კორპუსის 61 საკანში მჯდომი ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარი გოგი წულაია!
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუბრყვილობის ამბავი, ზედმეტი ნდობის შედეგი, მაშინ როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები, ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროვოკაციას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არავისთვის ჩემი საქციელით ზიანი არ მიმიყენია...
მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს, პოლიტიკოსებს - იმის შიშით, რომ თურმე ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ, რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო, ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემს მხარდაჭერისათვის, თუ კი ერთხმად ყველა ვთანხმდებით და ვამბობთ, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი ( გამარჯობა, გიორგი, მალე ამომწევენ კორპუსზე და გნახავ), მას პოლიციამ მოუწყო პროვოკაცია და ჩაუდო იარაღი და ჩემს შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ „უპატიოსნესები“ და ამ „პატიოსანმა“ პოლიციელებმა სრული დაცვით დამაპატიმრეს, კი ბატონო, ეგრე იფიქრეთ.
ჩვენ ყველა ერთად ვყვირით, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და ამის გამო ნიკა მელია (გამარჯობა, ნიკა) არის პოლიტპატიმარი. როგორ ფიქრობთ, მე შემხვდა პატიოსანი უმწიკლო მოსამართლე და პატიოსნად გამასამართლა?
არ ვიცი, ეს რა ლოგიკააა და თუ ასე არ ფიქრობთ, იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად და ესეც გაიტანოთ ჩვენ მეგობრებთან, თუ როგორი კატასტროფული სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში, პოლიტპატიმრებს პირადი პატიმრებიც დაუმატეს.
რა ვიცი, რა ვიცი.
ჩემო მეგობრებო, ადამიანებო, ვისაც გიყვარვართ და მოგწონვართ, თუ ამ საქციელის გამო ჩემდამი პატივისცემა არ გაგნელებიათ და თვლით, ამ პროვოკაციის და ჩემი შეცდომისთვის ციხეში 6 წლით (ასე მიპირებენ) გატარების ღირსი არ ვარ, გთხოვთ თქვენს მხარდაჭერას!"- წერს გოგი წულაია.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა