ქუთაისელმა გუგა კიბორძალიძემ კურაშის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
ქართველმა ძიუდოისტმა, ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე ჩემპიონმა გუგა კიბორძალიძემ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ უზბეკურ ჭიდაობა - კურაშშის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. მან ყველაზე პრესტიჟულ - აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.
ფინალში ქართველმა ფალავანმა ტაჯიკი მეტოქე დაამარცხა. მესამე საპრიზო ადგილზე მონღოლი სპორტსმენი გავიდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გუგას მიერ მოპოვებული ოქროს მედალი ერთადერთი არ ყოფილა საქართველოსთვის. კვარცხლბეკზე საპატიო მესამე ადგილი 66 კგ-ში მოასპარეზე გიორგი ქალდანმა დაიკავა.
წყარო: Sporter.ge
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა