|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გვინდა, გადაადგილების საშუალება მივცეთ იმ ფერმერებს, ვისაც მიწები აქვს დასამუშავებელი"

"გვინდა, გადაადგილების საშუალება მივცეთ იმ ფერმერებს, ვისაც მიწები აქვს დასამუშავებელი" - ამის შესახებ იმერეთის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, შევა თუ არა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცვლილებები იმერეთის მუნიციპალიტეტებისათვის. როგორც ცნობილია,  ასეთი ცვლილებები ამოქმედდა კახეთის რეგიონისათვის.

ჩვენთვის ახლა მთავარი არიან ის ადამიანები, ვისაც გადაადგილების საშუალება არ აქვთ და მოძრაობის აუცილებელი საჭიროება უდგათ. ცხელი ხაზის ნომერია 144 და ყველა ადამიანს შეუძლია, ამ ნომერზე დარეკოს, იქედან ხდება გადმომისამართება მუნიციპალიტეტებთან, მერე ვახდენთ რეაგირებას და ვეხმარებით ამ ადამიანებს...დღის ბოლომდე დამატებით ინფორმაციას გავავრცელებთ იმასთან დაკავშირებით,  რა სახის შეზღუდვები გაგრძელდება ან მოიხსნება, ძირითადად, გვინდა, რომ მივცეთ გადაადგილების საშუალება იმ ფერმერებს, ვისაც მიწების აქვს დასამუშავებელი და სხვადასხვა სამუშაოები აქვთ ჩასატარებელი, რათა თავიანთი საქმე გააკეთონ" - აღნიშნა იმერეთის რწმუნებულმა.

მისი განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივება გამოწვეულია იმით, რომ კორონავირუსის პიკი ჯერჯერობით დამდგარი არ არის და ვიდრე სიტუაცია არ შეიცვლება, ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა