|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისობის" მონაწილეებმა სახელოვანი ქუთაისელების ხსოვნას პატივი მიაგეს

 სამი ოთარის ძეგლის პატივგება "ქუთაისობის" ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიებაა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოთარ სულაბერიძის, ოთარ მამფორიას და ოთარ ქორქიას ძეგლები ყვავილებით შეამკეს.

ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ასეთმა გამორჩეულმა ადამიანებმა გაუთქვეს სახელი.   

" ქუთაისობა2022"-ს, "გვირილობას" ვულოცავ ჩვენს ქალაქს, თანაქალაქელებს და ჩვენ სტუმრებს! მოხარული ვარ, რომ კვლავ მოგვეცა ამ დღის ერთად აღნიშვნის საშუალება. დილით ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ქუთაისი დალოცა. პატივი მივაგეთ სამი ოთარის ხსოვნას. ქუთაისს სწორედ ასეთმა გამორჩეულმა ადამიანებმა გაუთქვეს სახელი და ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს გადავცეთ მათი ამბავი. წინ მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები გველის და კიდევ ერთხელ გიწვევთ ყველას - ერთად აღვნიშნოთ "ქუთაისობა2022 ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა