"გვირილობა" წელს უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე მასშტაბურად არ აღინიშნება - ზვიად შალამბერიძე
"გვირილობა" წელს უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე მასშტაბურად არ აღინიშნება, - ამის შესახებ იმერეთის მხარის რწმუნებულის ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მხარის რწმუნებულმა ქუთაისელებს ქალაქის დღესასწაული მიულოცა.
,,ვულოცავ ყველა ქუთაისელს გვირილობის დღესასწაულს. ეს სახალხო დღესასწაული ყოველთვის ასოცირდებოდა სიკეთესთან და ქველმოქმედებასთან. სამწუხაროდ, წელს მასშტაბურად ვერ აღვნიშნავთ, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში მიმდინარეობს ომი, იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები და ქუთაისი ისევე, როგორც მთელი საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა