გვჯერა საქართველოსი ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროპის - პაველ ჰერჩინსკი
ნუ დაკარგავთ იმედს, ჩვენც არ ვნებდებით, რადგან ვგრძნობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერასა და მეგობრობას. დღევანდელი დღე ამის ნამდვილი მაგალითია, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ქუთაისში „ევროპის დღეების” გახსნის ცერემონიაზე.
„ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით და გიზიარებთ წლების განმავლობაში დაგროვილ სიკეთეს. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა საქართველოსი ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროპის.
თუმცა, ასევე გვესმის უსაფუძვლო ბრალდებები. ცდილობენ მრავალწლიანი მეგობრობის დაკნინებას, ჩვენს დაყოფას. ევროკავშირის მტრად წარმოჩენას. ეს უსამართლოა. ეს უსამართლოა. მაინც ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრინდება იმ პრინციპების პატივისცემას, რომელზეც ევროკავშირი დგას.
ნუ დაკარგავთ იმედს. ჩვენც არ ვნებდებით, რადგან ვგრძნობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერასა და მეგობრობას. დღევანდელი დღე ამის ნამდვილი მაგალითია”, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





15:09
15:08
13:18
15:43
15:41
















