|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გზებზე სამუშაოები წყალმომარაგების კომპანიის გამო შეჩერდა" - ქუთაისის მერია

ქუთაისში ბერი თევდორესა და გველესიანის ქუჩების მცხოვრებლების პროტესტს მერიაში პასუხობენ. როგორც ქალაქის მერიაში განმართავენ, ქუჩებზე ხარვეზები წყალმმარაგების კომპანიის გამო შეიქმნა.

მერიის ინფრასტრუქტურისდა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილის მირზა ხიდაშელის განცხადებით, კომპანიამ დამატებითი დრო ითხოვა და ამ ეტაპზე ეს სამუშაობის მიმდინარეობს, უხლოესს დღეებში კი გზის საფარის აღდგენა დაიწყება. 

"სამუშაოები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში დავიწყეთ. ფარული სამუშაოები, რომელიც დაკავშირებული იყო მიწის ნაწილის მოჭრასთან, შევასრულეთ.  წყალმომარაგების კომპანიამ გზის საფარის სამუშაოების ეტაპის დაწყებამდე ითხოვა, რომ შეგვეეჩერებინა სამუშაოები. აღმოჩნდა, რომ მათი სამუშაოები წყლის მილების გაყვანასთან დაკაკშირებით არ იყო დასრულებული.  შესაბამისად, ამ სამუშაოების შესრულება მიმდინარეობს. ჩვენ ინფორაციას გვაქვს კომპანიისგან, რომ მილების მოწყობა სამ დღეში დასრულდება, შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და გზის საფარი სრულად აღდგება"-განაცხადა მირზა ხიდაშელმა

მისი თქმით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "იმედი" ასრულებს. მუშაობა  დაწყებულია დეკემბრის მეორე ნახევარში.  მერიაში არ გამორიცხადენ, რომ კომპანიას იძულებითი შეფერხების გამო ვადები გაუხანგრძლივდეს. 

არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას ქუთაისის მერი გეგმავს. 

შეგახსენებთ, მოსახლეობამ დღეს აქცია გამართა. ადგილობრივები მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. 

 

"რაც ამ ქუჩაზე ხდება, არის საფუძველი, რომ ქალაქის მერი გადადგეს" [VIDEO]

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი