|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჰაერი 35 გრადუსამდე გათბება - მოსალოდნელი ამინდი დასავლეთ საქართველოში

 7 ივნისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებსა და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია, სეტყვაც აღინიშნოს. 

„დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 7 ივნისამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება", -აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

ავტორი: