„ჰაი, ჰარალე, დედაო!“ - რეზო გაბრიაძის შესახებ ფილმის ჩვენება "თეთრ ხიდზე" მოეწყობა
ქუთაისში, ლევან გაბრიაძის ფილმის „ჰაი, ჰარალე, დედაო!“ ჩვენება გაიმართება. ანიმაციური ფილმის ჩვენება 3 მაისს, 20:30 საათზე "თეთრ ხიდზე" მოეწყობა.
ფილმს საფუძვლად უდევს ქართველი მწერალის, მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის რეზო გაბრიაძის ნაწარმოები “ქუთაისი-ქალაქია” და ასახავს მწერლის ბავშვობას ქუთაისში.
როგორც ფილმის რეჟისორმა ლევან გაბრიაძემ "ნიუპრესს" განუცხადა, ფილმში რეზო თავად ყვება თავისი ბავშვობის შესახებ, ანიმაციური ფილმისათვის საჭირო 500-ზე მეტი ნახატიც თავად რეზო გაბრიაძემ შეასრულა.
სავარაუდოდ, გაბრიაძეები ქუთაისში ფილმის ჩვენებას დაესწრებიან, რომელიც სიმბოლურად "თეთრ ხიდზე" მოწყობილ სპეციალურ ეკრანზე მოხდება.
ფილმზე დასწრება მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი.
რა ღონისძიებებია დაგეგმილი "ორმაისობას"?
ავტორი: ირინა მაკარიძე