|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

I-Cash-ის დახმარებით ბიზნეს ოპერაციების მართვა უფრო მარტივია

„აი-ქეში“ არის ქლაუდზე დაფუძნებული განსაკუთრებული სავაჭრო პროგრამა, რომელიც მორგებულია ნებისმიერი სავაჭრო ობიექტისა და კაფე-რესტორნის საჭიროებებზე. იგი გამოსაყენებლად მარტივია და საგრძნობლად აიოლებს ბიზნესის მართვას. 

„აი-ქეშის“ პროგრამული უზრუნველყოფა 10 წელზე მეტია კომპანიებს ციფრულ ტრანსფორმაციაში ეხმარება. იგი ხელს უწყობს ბიზნეს პროცესებისა და ოპერაციების გამარტივებას. „აი-ქეში“  შეიქმნა და განვითარდა ბულგარეთში, საქართველოში კი მისი ოფიციალური წარმომადგენელია კომპანია „ჯორჯიან სერვის ნეთვორკი“.

რა უნდა იცოდეთ I-Cash-ის შესახებ?

თუ გსურთ, სწრაფად და ეფექტურად მართოთ თქვენი ბიზნესის სავაჭრო ოპერაციები, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ექსკლუზიური პროგრამა „აი-ქეში“, რომელიც მუშაობს შეუფერხებლად. არ აქვს მნიშვნელობა ერთი ობიექტი გაქვთ, თუ ბევრი, I-Cash პროცესების  მართვის ავტომატიზაციაში დაგეხმარებათ. მისი POS პროგრამა ბიზნეს მენეჯერს აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას ბრუნვის, შემოსავლისა და გასავლის, საწყობში არსებული პროდუქციის შესახებ. 

„აი-ქეშის“ მეშვეობით მარტივად გააკონტროლებთ ვაჭრობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ოპერაციას, მაგალითად, როგორიცაა: ფასებისა და ფასდაკლებების კონტროლი; საწყობისა და მარაგების კონტროლი; დოკუმენტაციის წარმოება/კონტროლი და ა.შ.

ორი განსხვავებული შეთავაზება სავაჭრო და კვების ობიექტებისთვის

„აი-ქეშ რითეილი“ სავაჭრო დაწესებულებებისთვისაა განკუთვნილი. ის უზრუნველყოფს ინვოისების ბეჭდვას და გაცემას საიდენტიფიკაციო კოდით, პროდუქციის მიღებას დოკუმენტის ტიპის მიხედვით. გარდა ამისა, იგი იძლევა ინფორმაციას მისაღები და გასაცემი თანხის შესახებ, ფინანსურ და სტატისტიკურ რეპორტებს და ა.შ.

„აი ქეშ  კაფე-რესტორანი“ ნებისმიერი ტიპის საკვები ობიექტისთვისაა განკუთვნილი და „აი-ქეშ რითეილის“ მსგავსად, ასრულებს ყველა საჭირო ოპერაციას, რაც რესტორანს, კაფეს, თუ საკონდიტროს სჭირდება. 

უფრო დეტალურ ინფორმაციას უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ Icash.ge-ზე მიიღებთ. 

როგორ ხდება I-Cash-ით მუშაობის დაწყება?

I-cash-ით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: (032) 2 500 225 და მოითხოვოთ პროგრამის დაინსტალირება, ან  მიბრძანდეთ ჯიესენის ნებისმიერ ფილიალში. 

პროგრამის შეძენის შემდეგ, თვეში მხოლოდ 50 ლარიდან თქვენ მიიღებთ ტექნიკურ მხარდაჭერას. „აი-ქეშის“ გუნდის წევრები ჩაატარებენ უფასო ტრენინგს თქვენი თანამშრომლებისთვის, რათა სრულყოფილად შეძლოთ პროგრამის დაუფლება და გამოყენება. რაც მთავარია, მასზე წვდომა გექნებათ ნებისმიერი ლოკაციიდან, სადაც ინტერნეტია. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა