იაგო ხვიჩია დედაქალაქის ქუთაისში გადატანის იდეას „ტესტავს“
გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია დედაქალაქის თბილისიდან ქუთაისში გადატანის იდეით გამოდის და აცხადებს, რომ აინტერესებს როგორი იქნება ამის შესახებ საზოგადოების რეაქცია, განსაკუთრებით კი ქუთაისელების აზრი აინტერესებს.
მისი თქმით, ახლა ეს იდეა დასატესტად გააჟღერეს, ქუთაისელების დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია ის თავად გახდეს ქუთაისის მერობის კანდიდატი.
„ამ შემთხვევაში მეც კანდიდატი ალბათ ქუთაისში ვიქნები, მაგრამ თუ არ იქნა ისეთი აქტივობა, როგორსაც ვვარაუდობთ და თუ დავინახეთ, რომ ისეთი წარმატებით არ მიდის და ქუთაისელებს ძალიან არ უნდათ საქართველოს დედაქალაქი იყოს მათთან, მაშინ, რასაკვირველია, როგორც სხვა პარტიების შემთხვევაში, ძირითადი ბრძოლის ცენტრი იქნება თბილისი. ახლა მხოლოდ სტრატეგიას ვტესტავთ და ვუყურებთ ჩვენი კოლეგების მოქმედებებს, როგორ მოიქცევიან, რომ ამის მიხედვით დავაკორექტიროთ ჩვენი გეგმა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ავტორი: