იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 898.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.3 პროცენტით მეტია, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი 914.7 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი 1 983.3 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 33.04%
გაუარესდა - 53.91%
არ შეცვლილა - 13.04%
სულ - 115 ხმა