|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

iCash სილამაზის სალონებისა და ესთეტიკურ მედიცინის ცენტრების მართვის ეფექტური და თანამედროვე სისტემა

სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მართვა განსაკუთრებულ მიდგომებს მოითხოვს -  გარდა მომსახურების სწრაფი დაგეგმვის და ადმინისტრირებისა, აუცილებელია პროცედურებისა და ფინანსების კონტროლი, ასევე  პირადი მონაცემების დაცვა.

იმისთვის, რომ თქვენი ბიზნესი პასუხობდეს სილამაზის ინდუსტრიაში არსებულ მოთხოვნებს და მართვის თვალსაზრისითაც იყოს სრულყოფილი - საჭიროა ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, რომელიც გაამარტივებს მუშაობის ყველა ეტაპს — ჩაწერიდან დაწყებული, პროცედურების შესრულებით და ანგარიშგებებით დამთავრებული.

ასეთი კი გახლავთ iCash, რომელსაც სწორედ სილამაზის ინდუსტრიაში არსებული ბიზნესებისთვის აქვს ცალკე მიმართულება. სანამ უშუალოდ ამ ნაწილზე გადავალთ, მანამდე აუცილებელია, იცოდეთ რა არის iCash და რატომ უნდა აირჩიოთ ის?

iCash — ეს არის ქლაუდზე დაფუძნებული, ინოვაციური სავაჭრო პროგრამა, რომელიც ერგება მცირე და საშუალო ბიზნესებს, მათ შორის სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების სპეციფიკას. სილამაზის სალონების მართვის პროგრამა აერთიანებს ყველა მნიშვნელოვან ფუნქციას ერთ სივრცეში და უზრუნველყოფს დისტანციურ, უსაფრთხო და ეფექტურ მართვას.

ქლაუდი იძლევა შესაძლებლობას, რომ თქვენ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე აკონტროლოთ თქვენი ბიზნესი, უპრობლემოდ მართოთ რამდენიმე ობიექტი და სწრაფად მიიღოთ მონაცემები რეალურ დროში.

iCash-ის ძირითადი ფუნქციები სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ მედიცინაში

  1. ვიზიტების დაგეგმვა და კალენდრის მართვა 
  • მომხმარებლების ჩაწერის ავტომატიზაცია - გაჯეტებიდან და ონლაინ პლატფორმებიდან ჩაწერის ინტეგრაცია
  • პერსონალის გრაფიკების და თავისუფალი დროის მართვა
  • ვიზიტების სტატუსების მონიტორინგი და მენეჯმენტის სწრაფი რეაგირება
  1. კლიენტთა მონაცემთა ბაზა
  • დეტალური ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ (პირადი ინფორმაცია, სამედიცინო ისტორია, წინასწარი ჩაწერები)
  • მომსახურების და პროცედურების ისტორია, რაც უზრუნველყოფს პერსონალიზებულ და უსაფრთხო მომსახურებას
  1. მარაგების კონტროლი
  • მასალებისა და კოსმეტიკური პროდუქტების მარაგის ავტომატური თვალყურის დევნება
  • შეტყობინებები მარაგის დაბალ დონესა და მარაგის შევსების საჭიროების შესახებ
  1. ფინანსური მართვა და ანგარიშგებები
  • ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი რეალური დროში
  • ავტომატური ინვოისები, გადახდების რეგისტრაცია და დეტალური ფინანსური ანგარიშები
  • შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს საბუღალტრო და საგადასახადო სტანდარტებთან
  1. უსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა
  • მაღალი დონის მონაცემთა დაცვა და რეგულარული სარეზერვო ასლების შექმნა
  • მომხმარებელთა პირადი და სამედიცინო ინფორმაციის დაცვა GDPR-ის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
  1. დისტანციური მართვა და მხარდაჭერა
  • ტექნიკური მხარდაჭერა და ტრენინგები
  • წვდომა სამუშაო პროცესებზე ნებისმიერი ადგილიდან ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამის წყალობით 

სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების წარმატება დიდწილად დამოკიდებულია თანამედროვე ტექნოლოგიების სწორ გამოყენებაზე. iCash გთავაზობთ კომპლექსურ და უსაფრთხო სისტემას, რომელიც გაამარტივებს თქვენს სამუშაო პროცესებს, გაზრდის კლიენტების კმაყოფილებას და მოახდენს დადებით გავლენას თქვენი ბიზნესის საქმიანობაზე.  





ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა