მიკვირს მოსახლეობის, რომელიც არ იღებს ხმას - გოგი წულაია
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი წელია მიმდინარეობს, 2 წლის შემდეგ ისევ უნდა გადაითხაროს და საკანალიზაციო მილები ჩაიდოს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ახალი ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე გოგი წულაია ავრცელებს.
მისი განცხადებით, მოსახლეობამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ კანალიზაციის მილების ჩაყრას ხელისუფლება 2 წლის შემდეგ გეგმავს, თუმცა ამაზე რეაქცია არავის აქვს.
"ესაა ამ ხელისუფლების მდგომა საკითხისადმი, საორხელოდ გაკეთება საქმის. ჩვენი ეკონომიკა როგორ გაუძლებს 2 წელიწადში ერთხელ გზების გადათხრას, ეს სხვა თემაა, მაგრამ ამაში არ ვადანაშაულებ ხელოსუფლებას. შეარგოთ, რაც იშოვეს, მიკვირს მოსახლეობის, რომელოც არ იღებს ხმას", -აცხადებს წულაია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში გოგი წულაიას ბრალდებებს უარყოფენ. ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით, გაკვირვებულია, თუ რის საფუძველზე აკეთებს წულაია ასეთ განცხადებებ და კარგი იქნება თუ ბატონი გოგი მათგანაც მიიღებს ინფორმაციას.
"მილები რომლებიც წერეთლის ქუჩაზე, მეთორმეტე სკოლასთანაა დასაწყობებული, უნდა განთავსებულიყო ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, ბალახვნის მოედნიდან მეთორმეტე სკოლამდე, თუმცა სამუშაოების მიმდინარეობისას გამოიკვეთა უფრო დიდი დიამეტრის, კერძოდ ე.წ. 1000-იანი მილების საჭიროება, ამიტომ მოხდება ძველი ე.წ.600-იანი მილების ჩანაცვლება, ახალი მილები დღის ბოლომდე ქუთაისში იქნება",-განაცხადა ბაქარ ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია ერთი წლის წინ დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა.
ავტორი: ნიუპრესი