|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აკაკი წერეთლის იუბილეს ქუთაისში სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა

ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში  მე-7 საერთაშორისო  სამეცნიერო  კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება აკაკი წერეთელის იუბილეს მიეძღვნა. შეხვედრაზე მოწვეულნი არიან  მწერლები, ენათმეცნიერები, ფილოლოგები.  კონფერენცია ადგილობრივი თვითმმართველობის  მხარდაჭერით მოეწყო, თუმცა მათი  წარმომადგენლობის გარეშე გაიხსნა. 

"დღეს, რიგით მე-7 კონფერენციას მასპინძლობს ქუთაისის  საჯარო ბიბლიოთეკა. ღონისძიება ძალიან საინტერესოდ წარიმართა.  ქუთაისი  გამორჩეულია მსგავსი თემების განხილვაში და კონფერენციებიც ყოველთვის მაღალ დონეზე იმართება", - აღნიშნა პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ.

"ბიბლიოთეკაში ყოველწლიურად ტარდება სამეცნიერო კონფერენციები.   წლევანდელი კონფერენცია  აკაკი წერეთლის საიუბილეო წელს  ეძღვნება.  ამ მიმართულებით მრავალი საინტერესო მოხსენება გაკეთდა",-აღნიშნა ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ნარგიზა ჩოგოვაძემ.

წელს აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილე აღინიშნება.

ღონისძიება დღეს გაიხსნა დ ხვალ დასრულდება. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი