|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ილია ყოველთვის აქტუალურია - მესხიშვილის თეატრში "მგზავრის წერილები" დაიდგა

ილიას  სიტყვა არის მანიფესტი, რომელიც ახალგაზრობაში კიდევ მეტად უნდა დავნერგოთ, - აცხადებს მარიკა სამანიშვილი, რომლის იდეის საფუძველზე  ქუთაისის მესხიშვილის თეატრში  ილია ჭავჭავაძის  შემოქმედების საფუძველზე  სპექტაკლი  ,,მგზავრის წერილები" დაიდგა. 
სპექტაკლის პრემიერა 9 და 10 ივლისსაა.  პროექტის ავტორი და დადგმის ხელმძღვანელია მარიკა სამანიშვილი, ინსცენირების ავტორი - გვანცა ჯავახაძე. ხოლო სპექტაკლის რეჟისორია ავთანდილ სახამბერიძე.
 
წარმოდგენაში  მონაწილეობენ მსახიობები: მარიკა სამანიშვილი, ავთანდილ სახამბერიძე, გოჩა ნემსიწვერიძე, თენგიზ ჯავახაძე, ინგა კაკიაშვილი, ელზა სულაძე და გიორგი შალამბერიძე.
 
 მარიკა სამანიშვილი აცხადებს, რომ სპექტაკლით სურთ საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ შეახსენონ ის საკითხები, რაზეც ილია თავის დროზე ყურადღებას ამახვილებდა.
 
"ილია ყოველთვის აქტუალურია, მაგრამ დღეს ცოტა უკანა პლანზეა გადასული ის, რაც საუკუნეების წინ ითქვა ჩვენი ერის დადებითიც და უარყოფითიც.  ვფიქრობ, რომ ილიას  სიტყვა არის მანიფესტი, რომელიც ახალგაზრობაში კიდევ მეტად უნდა დავნერგოთ", - თქვა მარიკა სამანიშვილმა. 
 
სპექტაკლის რეჟისორის ავთანდილ სახამბერიძის თქმით, ილიას შემოქმედება  მუდამ თანამედროვეა და ამ მემკვიდრეობასთან შეხება მხოლოდ სკოლის წლებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.  
 
"ასაკში რომ შევედი, ილიას შემოქედება შემდეგ უკეთ გავიაზრე.  რომ ვკითხულობ, თითქოს დღვანდელობაზეა დაწერილი. ჩვენი სათქმელიც ესაა, რომ  ხვალინდელი დღე გვინდა გადარჩეს. ერთობლივად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე", - განაცხადა ავტო სახამბერიძემ.
 
 ხელიოვნებათმცოდნე  გუბაზ მეგრელიძე კი მიიჩნევს,  რომ სპექტაკლი შედგა და ის ქვეყნისათვის მნიშვნელოვან აქტუალურ თემატიკას ეხმიანება. 
 
"მე მოვედი აქ "მგზავრის წერილების" სანახავად, მაგრამ დამხვდა სულ  სხვა სპექტაკლი, ილიას  ნაწარმოებების კოლაჟი,  რომელიც ქართულ თეატრში არ დადგმულა. სპექტაკლი არის, თუ რანი ვაერთ, რანი ვიყავით და როგორ უნდა გავერთიანდეთ ერთ მთლიანობად.  ვფიქრობ, სპექტაკლი აქტუალურია,   იმ თვალსაზრისით რომ საზოგადოება უნდა გააქტიურდეს,  რომ ეს დამოუკიდებლობა, რაც გვაქვს, რეალურად უნდა განმტკიცდეს", - განაცხადა გუბაზ მეგრელიძემ.
 
პროექტი  ქუთაისის მუნიციპალიტრტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა