|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთი არ ფიგურირებს იმ 4 რეგიონის ჩამონათვალში, სადაც ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა გაიცა

იმერეთი არ ფიგურირებს იმ პირველი 4 რეგიონის ჩამონათვალში, სადაც სამშენებლო ნებართვები გაიცა. ზოგადად, სამშენებლო ნებართვების რაოდებობა წელს შემცირებულია.  

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, წელს წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 424 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით ნაკლებია.

საუბარია 5 188.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

საქსტატის ცნობით, ნებართვების დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.1 პროცენტი მოდის თბილისზე, 12.3 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.5 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 6.8 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

უწყების ანგარიშით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 603.5 ათასი კვ.მ ფართობის 1 540 ობიექტი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5 პროცენტით ნაკლებია. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 35.9 პროცენტი მოდის თბილისზე, 12.6 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.0 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.

ავტორი: