იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დასახმარებლად 40 ტონაზე მეტი სურსათი განაწილფება
იმერეთის რეგიონმა დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 40 ტონაზე მეტი სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიღო.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, გამოგზავნილი პროდუქტი იმერეთის მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტში განაწილდება და მოსახლეობას გადაეცემა.
დღესვე ქუთაისიდან მუნიციპალიტეტებმა მათთვის განკუთვნილი პროდუქტი წაიღეს, რათა დროულად უზრუნველყონ მოსახლეობამდე მიტანა. პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, მუნიციპალური სამსახურები წარმომადგენლები და მოხალისეები.
ავტორი: ნიუპრესი