|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის 7 მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

მერეთის  7 მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა  პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად დაზარალდნენ ქუთაისში, ხონში, სამტრედიაში, წყალტუბოში, ტყიბულში, თერჯოლასა და საჩხერეში.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 7-ვე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 

მათივე ცნობით, დილიდან შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია და შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით, ადგილებზე სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება.

"მუნიციპალიტეტებში შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ლოკაციებზე გადიან და აწარმოებენ ზარალის დათვლას.

ძირითადად, მუნიციპალიტეტებში ძლიერი ქარის შედეგად წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროენერგიის ბოძები და შენობებს გადახადა სახურავები.

რეგიონის მასშტაბით ყველა სპეციალური სამსახური სრულ მზადყოფნაშია, რათა საჭიროების დროს, დაუყონებლივ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე და სათანადო დახმარება გაუწიონ მოსახლეობას", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა სახის საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის მუნიციპალიტეტების მიხედვით მოქმედებს ცხელი ხაზი. 

ქუთაისი: (0431) 24-26-51 , 595250309 ; ხონი  595 33 25 44 ; წყალტუბო  599 35 90 17, 595 95 75 98; ვანი  (0432) 22 10 34, 591 30 02 80 სამტრედია  599 15 25 49; ტყიბული : 599 27 32 50; თერჯოლა  0491 24 44 64, 577 39 05 60; საჩხერე : 599 29 50 24; ბაღდათი  595 51 05 00; ჭიათურა: 577 01 77 94, 577 01 77 69; ხარაგაული : 595 51 98 10; ზესტაფონი: 598 34 53 35;

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა