იმერეთის ახალი რწმუნებული, ლევან ზალკალიანი თანამშრომლებს წარუდგინეს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა ტყემალაძემ იმერეთის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზალკალიანი თანამშრომლებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს წარუდგინა.
რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ნიკა ტყემალაძემ ლევან ზალკალიანს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა, საუბრისას, ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელებაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა ლევან ზალკალიანის წინამორბედს, ზვიად შალამბერიძეს და წარმატებები უსურვა.
სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ავტორი: ნიუპრესი