იმერეთის გუბერნატორმა სტუმრებს საკუთარ სახლში ბიუჯეტის ფულით უმასპინძლა
იმერეთში სახელწიფო რწმუნებულმა დელეგაცია სახლში ბიუჯეტის დაფინანსებით მიიღო. როგორც ზვიად შალამბერიძე მედიასთან აცხადებს, ეს არა პირადი სტუმრები, არამედ ოფოციალური დელეგაცია იყო.
მისივე თქმით, სტუმრები იმერეთში დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო სტუმრები სახლში მიიღო.
მან დაადასტურა, რომ ხელშეკრულება ინდმეწარმესთან 21 იანვარს 1200 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა და ამ ფაქტში დანაშაულს ვერაფერს ხედავს.
როგორც გუბერნატორი განმარტავს, მსგავსი სარესტორნო მომსახურების შესყიდვა საჭიროებისამებრ ხდება. თუ რა პროექტთან დაკავშორებით იყო დელეგაცია, აცხადებს, რომ ეს მალე გამოცხადდება.
შეგახსენებთ, 21 იანვარს გუბერნიამ ხელშეკრულება გააფორმა ინდმეწარმესთან და სარესტორნო მომსახურება შეისყიდა, რისთვისაც 1200 ლარი დაიხარჯა.
ავტორი: ნიუპრესი