იმერეთის საავადმყოფოებში 1 055 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარა - 115, იმერეთი - 301.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 941, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 570, აჭარაში - 488, იმერეთში - 1 055.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში - 513, აჭარაში - 101, იმერეთში - 209.
მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან თბილისში - 188, აჭარაში - 29, იმერეთში - 52.
1 223 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 458- თბილისში, 541 - აჭარაში, 85 - იმერეთში. 6 238 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 389 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 176, აჭარაში - 78, ხოლო იმერეთში - 13.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ნიუპრესი