|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის საფეხბურთო გუნდებს შორის გამარჯვებული ,,ქუთაისი 2025“ გახდა

იმერეთის გუნდებს შორის საფეხბურთო შეჯიბრებები 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირში, იმერეთის მასშტაბით, 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ფინალში ერთმანეთს ,,თეთრი ხიდი“ და ,,ქუთაისი 2025“ დაუპირისპირდნენ, გამარჯვებული კი ,,ქუთაისი 2025“ გახდა. ტურნირში, იმერეთის მასშტაბით, 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
 “Betlive მასტერ ლიგის” ფესტივალის საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა დააჯილდოვა.
საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები ასევე მერის მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ და „7x7 ფეხბურთის ასოციაციის“ პრეზიდენტმა აკაკი ხლაბუსტოვმა დააჯილდოვეს.

ავტორი: