|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნიამ ავტომობილების შეკეთებისათვის 19 800 ლარი გადაიხადა

იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებებისათვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

 ტენდერში "თეგეტა მოტორსმა" გაიმარჯვა და ხელშეკრულება გაფორმდა, რის საფუძველზე ფირმამ პასუხისმგებლობა აიღო ერთი წლის ვადით გუბერნიის კუთვნილი ავტომანქანის მომსახურებასა და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფაზე. ამასთან ფირმა ვალდებულია მომსხურება უზრუნველყოს ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით. 

თანხა ცენტრალური ხელისუფლების მიერ  2017 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისთვის ჯამში 382 895 ლარია გათვალისწინებული. 

10 თვის მონაცემებით,  მომდაახურებისათვის ბიუჯეტიდან 19`800.00 ლარიაა გადახდილი. 

სამხარეო ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, თუ რამდენ მანქანას გაეწია მომსახურება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი