იმერეთის ტურიზმის ცენტრის აპლიკაციას „გეიარ-გამეიარე“ სავარაუდოდ აღარ დაერქმევა
იმერეთის ტურიზმის ცენტრის აპლიკაციას „გეიარ-გამეიარე“ სავარაუდოდ აღარ დაერქმევა - ამის შესახებ „ნიუპრესს“ გიდმა ლაშა ბერეკაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, საზოგადოების უარყოფითი რეაქციის შემდეგ აპლიკაციისთვის ამ სახელწოდების მიცემა გადაიფიქრეს.
“გეიარ-გამეიარე” - ეს სახელწოდება ქუთაისის დამაკნილებელი უფროა, ვიდრე სახალისო. როგორც, შიდა ინფორმაციით ვიგებთ, ამ სახელწოდებით აპლიკაცია არ გამოვა. ქუთაისთან დაკავშირებული აპლიკაცია უნდა ყოფდილიყო ისეთი სახელწოდებით, რომელიც ადამიანებს ქუთაისს მოანატრებდა და გაახსენებდა, პოზიტიურ მესიჯად იმუშავებდა ქალაქის პოპულარიზაციისთვის და არა ისეთი რაც ტურიზმის ცენტმა შემოგვთავაზა“, - უთხრა „ნიუპრესს“ ლაშ ბერეკაშვილმა.
შეგახსენებთ. DMO იმერეთის ხელმძღვანელმა მარი დევიძემ განაცხადა, რომ აპლიკაციისათვის სახელწოდება „გეიარ-გამეიარე“ შეირჩა იმ მოტივით, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ეს ძალიან საინტერესო და სახალისო იქნებოდა.
ავტორი: ნიუპრესი