|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში 281 ახალი შემთხვევა - 26 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

ბოლო 24 საათში ჩატარებული 14 421 ტესტის შედეგად, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 

გამოვლენილი შემთხვევებიდან თბილისში 801 შემთხვევაა, აჭარაში - 121, იმერეთში - 281. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 791, საიდანაც, 5 701 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 606, აჭარაში - 528, იმერეთში - 1 134.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 013 პირი, მათ შორის, თბილისში - 501, აჭარაში - 109, იმერეთში - 234.

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში - 195, აჭარაში - 32, იმერეთში - 74.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 200 339-მდე.

 ბოლო 24 საათში კორონავირუსით  39 ადამიანი გარდაიცვალა. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 352 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი