იმერეთში 103 სოფელი ისევ ჩაკეტილია - ხარაგაულში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა
შიმერეთში ამ დროისთვის 103 სოფელი ისევ ჩაკეტილია, რეგიონში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში დიდთოვლობაა, ხარაგაულში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა. მძიმე მდგომარეობაა ასევე ვანში, ბაღდათსა და საჩხერეში.
იმერეთის რწმუნებულმა ლევან ზალკალიანის განცხადებით, გვიან ღამით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო თავდაცვის ძალების ტექნიკაც.
„იმერეთში მე-4 დღეა ინტენსიურად თოვს. 12-ვე მუნიციპალიტეტში არსებული რესურსით ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება. რეგიონის მასშტაბით წუხელ მთელი ღამის განმავლობაში 75 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობდა წმენდითი სამუშაოები, დილიდან კი პროცესში 158 ერთეული ჩაერთო.
წუხელ გვიან ღამით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩაერთო თავდაცვის ძალების ტექნიკაც.
შემცირდა ჩაკეტილი სოფლების რაოდენობა და ამ დროისთვის 103 სოფელია გასახსნელი, თუმცა კომუნიკაცია ყველა სოფელთან გვაქვს, ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს
მისი ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით ყველაზე რთული მდგომარეობა აქვს ხარაგაულს, მაღალმთიან ზონაში თოვლის საფარი 2 მეტრზე მეტია.
მხარეში ელექტრო ენერგია ამ ეტაპზე 20 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება, ბუნებრივი აირი კი 1 603 აბონენტს.
სასწავლო პროცესი ისევ შეჩერებულია მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლებსა და ბაღებში. იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტეში მოქმედებს ცხელი ხაზი და მოსახლეობას აქვს საშუალება საჭიროებისამებრ დაუკავშირდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას“, - აცხადებს ზალკანიანი.
ავტორი: