|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში 2012 წელს 40 მილიონი დოლარი იყო უცხოური ინვესტიცია, 2023 წელს ეს ციფრი განახევრებულია - ენმ

„იმერეთში 2012 წელს თუ 40 მილიონი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 2023 წელს ეს ციფრი არის განახევრებული. რუსული კანონის მიღება ნიშნავს ხალხის გაწირვას ეკონომიკური კოლაფსისთვის“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა.

თემურ ცამციშვილის განცხადებით - „2023 წელს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 23 პროცენტით არის შემცირებული, რაც შეეხება იმერეთს - 2012 წელს თუ 40 მილიონი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 2023 წელს ეს ციფრი არის განახევრებული და გვაქვს 20 მილიონი დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით. 

 რუსული კანონის მიღება ნიშნავს, პირდაპირ კოლაფსს ქვეყანაში. გარდა იმისა, რომ დასრულდება ევროინტეგრაციაზე საუბარი, რუსული კანონის მიღება ნიშნავს ხალხის გაწირვას - უმუშევრობისთვის, მიგრაციისთვის და ეკონომიკური კოლაფსისთვის“ - განაცხადა თემურ ცამციშვილმა. 

 

ლაშა შალამბერიძის განცხადებით - „ჩვენ კარგად ვხედავთ როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში და განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში. ეს ციფრები ნათლად მოწმობს იმას, რომ 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით რამდენად დაბლა არის დაწეული ინვესტიციების კოეფიციენტი. „რუსული კანონის" მიღება ზიანს მოუტანს ქუთაისს, რადგან ნებისმიერი ინვესტორი სწავლობს კონკრეტულ ქვეყანაში, ქალაქში, რეგიონში არსებულ ეკონომიკურ, დემოგრაფიულ, სოციალურ ვითარებას და იმის მიხედვით გადაწყვეტს ხოლმე ჩადოს თუ არა ინვესტიცია და ამ ციფრებით ნათელია, რომ ინვესტორები დაინტერესებულები საერთოდ არ არიან ჩვენი ქალაქით - ქუთაისით",  -განაცხადა ქუთაისის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლაშა შალამბერიძემ

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა